Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  10:36

ზივზივაძე: ''ფანტასტიკური ქომაგობა იყო, გოლით ბედნიერი ვარ''

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში ''მოლ ფეჰერვარმა'' შინ ''ჰონვედი'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში 25-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მასპინძელთა ფორვარდმა სწრაფი კონტრშეტევა მეტოქის მცველის მოტყუებითა და კარისკენ ლამაზი დარტყმით დაასრულა.

27 წლის ზივზივაძე კორონავირუსით ინფიცირებული იყო და მოედანზე დაბრუნების შემდეგ სასტარტოში პირველად ''ჰონვედთან'' ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 მატჩში მეორე გოლი შეაგდო. 

მატჩის შემდეგ ზივზივაძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

''დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი საღამოს განმავლობაში ფანტასტიკურად გვამხნევებდნენ, ფანტასტიკურად გვქომაგობდნენ. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით. ბურთს ვაკონტროლებდით და განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.

გოლის გატანით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უფრო მეტის გატანა შემეძლო. ეს გამარჯვება ჩვენს რწმენას და თავდაჯერებას გაზრდის, რაც შემდეგ შეხვედრებში დაგვეხმარება''.

პირველი ტაიმი ''მოლ ფეჰერვარმა'' ზივზივაძის გოლით მოიგო, საბოლოოდ კი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''მოლ ფეჰერვარი'' 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage