Aa Aa
14 ოქტომბერი 2021  |  20:32

მიქაუტაძე დაბრუნდა და სერენთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საბერძნეთთან მატჩში ახალგაზრდა შემტევმა დაზიანება მიიღო, თუმცა ბელგიური პრესის ინფორმაციით, იგი მწყობრშია და დიდ დროის გამოტოვება არ მოუწევს.

Dhnet.be იუწყება, რომ მიქაუტაძემ „სერენთან“ ერთად ივარჯიშა და „როიალ უნიონთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ გიორგი „სერენში“ ბრწყინვალედ გამოიყურება და „ვარეგემთან“ მატჩში ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

20 წლის შემტევს კარგი თამაში უკვე დაუფასდა. ცნობილი გამოცემა Transfermarkt მუდმივად ანახლებს ფეხბურთელების ფასებს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯვაროსნების“ თავდამსხმელის ღირებულება 600 000 ევროთი გაიზარდა და გიორგი ახლა 1 800 000 ევრო ღირს.

ქართველ თავდამსხმელს ჟუპილერ ლიგაში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-16 ადგილზე იმყოფება. „სერენი“ კი 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-13 პოზიციაზე მოგვევლინა. ჯამში კი, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ერთად 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage