Aa Aa
14 ოქტომბერი 2021  |  18:33

აგუერო: "ყოველთვის მაინსტერესებდა რა მაკლდა ოქროს ბურთის მოსაგებად"

„ბარსელონას“ არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ოქროს ბურთთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა. „კუნმა“ ახსნა, თუ რატომ არ აქვს მას კარიერაში ეს ჯილდო მოგებული.

„ამაზე ბევრს ვფიქრობდი, თუ რა მაკლდა ოქროს ბურთის მოსაგებად. ერთხელ მესის ვკითხე რა იყო საამისოდ საჭირო. მან მიპასუხა, რომ ამ ჯილდოს მოსაგებად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო საჭირო. და ის მართალია.

საამისოდ ტიტულები მნიშვნელოვანია. მაგალითად, კანავარომ 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მე შესანიშნავი სეზონები მქონდა, ბევრი გოლი გავიტანე, ბევრი ტიტულიც მოვიგე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ მითამაშია.

შარშან, როცა სიტისთან ერთად ფინალში გავედი მუხლის პრობლემები მქონდა, ასევე კოვიდი და სხვადასხვა პრობლემები გამოვიარე“.

აგუერომ მესის გუნდიდან წასვლის შესახებაც ისაუბრა:

„სიმართლე გითხრათ, მესის წასვლა შოკისმომგვრელი და ძალიან ცუდი მომენტი იყო. ვერ ვიჯერებდი, როცა მისი გადაწყვეტილების შესახებ გავიგე. იმ დღეს, ლეოსთან წავედი და შევეცადე, დავხმარებოდი, რათა დაევიწყებინა ის, რაც მოხდა. ვნახე, მესი რა მდგომარეობაში იყო, შევეცადე, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და კიბერსპორტის ჩემს გუნდზე ვესაუბრებოდი“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage