Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  16:19

2026 წლამდე ბარსაში - პედრის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება

ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ბარსელონა“ პედრის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. როგორც ირკვევა, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება.

რომანოს ცნობით, „ბარსამ“ პედრისთან ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა, უახლოეს საათებში ან დღეებში დაადასტუროს. ესპანელი ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ 2026 წლამდე დარჩება და კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

„ბარსელონამ“ პედრი 2019 წელს, „ლას-პალმასიდან“ გადაიბირა და მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის ზაფხულში პედრი „ბლაუგრანას“ ძირითად გუნდს შეუერთდა და მალევე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. კატალონიელთა ქომაგები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პედრიმ „ბარსას“ მაისურით 4 შეხვედრა ჩატარა, გასულ სეზონში კი „ბლაუგრანას“ რიგებში 52-ჯერ იასპარეზა და 4 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში