Aa Aa
9 ოქტომბერი 2021  |  17:28

რა განსხვავებაა - MSN-სა და MNM-ს ტრიოებს შორის? მესის პასუხი

რა განსხვავებაა - მესი, ნეიმარი, სუარესისა და მესი, ნეიმარი, მბაპეს ტრიოებს შორის? არგენტინელმა ამ კითხვას უპასუხა.

„განსხვავება პირველ რიგში ასაკშია. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც ნეისთან ერთად თამაში დავიწყე. კილიანი კი ამჟამად არის ახალგაზრდა.

ასევე, მბაპე და სუარესი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთამაშეები არიან. ლუისი სუფთა ცხრიანია, თავდამსხმელი, რომელიც საჯარიმოში კარგად თამაშობს და მას ბევრი გოლის გასატანად გამოიყენებ.

კილიანს კი ბურთით თამაში უკეთესად გამოსდის. ის ძალიან ძლიერია და წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც მოგკლავს, თუ ბევრ სივრცეს დაუტოვებ. ისიც ბევრ გოლს გაგიტანს.

ორივე საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მათ განსხვავებული თვისებები აქვთ“.

- ციტირებს მესის სიტყვებს Get French Football News-ი.

მესი პსჟ-ში ადაპტაციისა და გარემოს შესახებ

„ვაღიარებ, რომ სხვა გუნდის გასახდელში ჩემი თავი არასდროს წარმომადგინა. კლუბმა თავიდანვე კარგად მიმიღო და მაჩვენეს, რომ ჩემი მისვლით ბედნიერები იყვნენ. გასახდელში ბევრი მეგობარი დამხვდა. ასევე გუნდში ბევრი მოთამაშე ესპანურად თავისუფლად საუბრობს. ამ ყველაფერმა ადაპტაციის მალე გავლაში დახმარება გამიწია.

ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ტიტულების მოსაგებად ერთმანეთის უკეთ გაცნობა და მომზადებაა საჭირო“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage