კარგი ამბავი - Transfermarkt-ზე მიქაუტაძის ღირებულება გაიზარდა
Aa
Aa

კარგი ამბავი - Transfermarkt-ზე მიქაუტაძის ღირებულება გაიზარდა

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში „სერენმა“ „ვარეგემს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიამოვნო გამოდგა, რადგან „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

20 წლის შემტევს კარგი თამაში დაუფასდა. ცნობილი გამოცემა Transfermarkt მუდმივად ანახლებს ფეხბურთელების ფასებს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯვაროსნების“ თავდამსხმელის ღირებულება 600 000 ევროთი გაიზარდა და გიორგი ახლა 1 800 000 ევრო ღირს.

ამ შედეგით მიქაუტაძემ ვალერი ყაზაიშვილს გადაასწრო და სიძვირით ქართველი ფეხბურთელების ტოპ 10-ში შევიდა. გიორგი მე-9, მე-10 ადგილს ქვილითაიასთან იყოფს, ხოლო მათზე მაღლა, მე-8 ადგილზე ლევან შენგელიაა(2 მილიონი). ცნობისთვის, პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, რომლის ღირებულებაც 18 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს ჟუპილერ ლიგაში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-16 ადგილზე იმყოფება. „სერენი“ კი 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-13 პოზიციაზე მოგვევლინა. ჯამში კი, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ერთად 7 გოლი გაიტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები