მანესთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია
Aa
Aa

მანესთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

როგორც მოგეხსენებათ, „ევერტონთან“ მატჩის მიმდინარეობისას, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. დღეს კი „მერსისაიდელთა“ ოფიციალური საიტის მეშვეობით, ცნობილი გახდა თუ რა დროში შეეძლება ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნება.

როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, მანეს სრულ რეაბილიტაციას მინიმუმ 8 კვირა დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. მის დაბრუნებას ივლისში ელიან, როდესაც გუნდი ამერიკის ტურნეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

წელს სადიო მანემ „ლივერპულის“ მაისურით სულ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 13 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები