მსოფლიო ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 125 კგ კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰუსეინ აბას ზარესთან 2:9 წააგო და ოქროს მედალი დათმო.

გენომ ბრძოლა ჩვეულ სტილში დაიწყო და თავისი საფირმო ფეხში შესვლებით ქულების აღებას ცდილობდა, თუმცა მეტოქემ ტაქტიკურ ბრძოლაში აშკარად აჯობა და კონტრმოძრაობებით საჭირო ქულები აართვა. რამდენჯერმე ზონიდანაც გაიყვანა და კომფორტული ფორაც შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ყაზახი ოლეგ ბოლტინი 10:0 დაამარცხა.


ამრიგად, გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეოთხედ მოგება ვერ შეძლო და ტოკიოს ოლიმპიადის მსგავსად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები