Aa
Aa

"ყველაფრით იმედგაცრუებული ვარ" - პოჩეტინო რენთან მარცხის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. „პარი სენ ჟერმენი“ „რენს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. შემადგენლობაში ერთდროულად მესი, ნეიმბარი, მბაპე და დი მარია გამოჩნდნენ, თუმცა ამ ბრწყინვალე ოთხეულმა მოწინააღმდეგეს ზუსტად კარშიც ვერ დაურტყა. მატჩის დასრულების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„ვფიქრობ, გოლები უნდა გაგვეტანა, რადგან თუ გამარჯვება გსურს აუცილებლად უნდა გაიტანო. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმის ბოლო 25 წუთი მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ გაგვიმართლა.. პირველი ტაიმის შემდეგ შეგვეძლო 2:0 დაგვეფიქსირებინა, მაგრამ ამის ნაცვლად შესვენებაზე 0:1-ით გავედით.

ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა დიდი გავლენა მოახდინა. საშინელი დარტყმა მივიღეთ მეორე ტაიმის საწყის წუთებზე და შემდეგ ყველაფერი აირია. „რენი“ საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ამის მიღება გაგვიჭირდა. ყველაფრით იმედგაცრუებული ვარ.. ახლა ფეხბურთელები ნაკრებებში მიემგზავრებიან და იმედი მაქვს ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება.“

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

პარიზულ გრანდს მარცხის მიუხედავად 24 ქულა აქვს და ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს. „რენი“ კი 12 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მომავალ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „ანჟერს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 15 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები