MARCA მამარდაშვილზე წერს: „ის სწავლობს, სწავლის პროცესში კი შეცდომები ნორმალურია
Aa
Aa

MARCA მამარდაშვილზე წერს: „ის სწავლობს, სწავლის პროცესში კი შეცდომები ნორმალურია"

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილიამ ვალენსიას უმასპინძლა, შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და სევილიას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა. გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა.

რეალთან, მატჩის ბოლოს განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანური მედია წერდა, რომ გიორგის „ღამურების“ რიგებში ნიდერლანდელი იასპერ სილენსენი შეცვლიდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება, თუმცა არასასიამოვნო იყო მატჩის სცენარი.

გიორგისა და ვალენსიას ბოლო, წარუმატებელ შეხვედრებს პოპულარული MARCA პოზიტიურ ჭრილში გამოეხმაურა და დაწერა, რომ პერსპექტიული მეკარე ახალგაზრდაა და ყველა შეცდომა, რომელიც მოედანზე შეიძლება დაუშვას, სწავლების პროცესის თანმდევია:

მისმა ბოლო მატჩებმა ეჭვი გააჩინა, თუმცა მამარდაშვილი ამ სიტუაციას სწორად აანალიზებს. ის 2 თვის წინ  ვერც კი წარმოიდგენდა სად იქნებოდა.

20 წლის მეკარე თავდაჯერებული იყო რომ არა ბოლო მატჩები, სადაც თავი შეცდომებმა იჩინა, რითაც სილესენს ბილბაოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შანსი გაუჩინა. მცირე ასაკში, ფეხბურთის სამყაროში და მითუმეტეს, ასეთ კონკურენტუნარიან ლიგაში, ახალგაზრდა მეკარე და მისი გარშემომყოფები ცდილობენ  საკუთარ თავში იზოლირდნენ და არსებული მდგომარეობა პოზიტიურად შეცვალონ.

მამარდაშვილი მიხვდა თუ როგორია ზეწოლა ამ ლიგაში, ის ახლა სწავლის ფაზაშია და პირველ ნაბიჯებს დგამს, სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება კი ნორმალურია. შემდეგი ნაბიჯი უკვე ამ ცოდნის ათვისების უნარის წარმოჩენა იქნება.

მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა წინ პერსპექტიული კარიერაა.  მამარდაშვილს ტექნიკური კუთხით გაუმჯობესება სჭირდება, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებისთვის შესაბამისი ყველა თვისება აქვს.

MARCA თვლის, რომ დღეს საღამოს გასამართ მატჩში მოედანზე გიორგი მამარდაშვილი აღარ იქნება და მას იასპერ სილენსენი შეცვლის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან წინა შემთხვევებში, სააგენტო შეცდა - გიორგი სასტარტო თერთმეტეულში კვლავ გამოჩნდა.

მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გასულ 6 ტურში გიორგიმ 7 გოლი გაუშვა.  6 ტურის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს (3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი).

ვალენსია მომდევნო მატჩს მიმდინარე დღეს, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მესტალიაზე, თბილისის დროით 18:15 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები