იმ შემთხვევაში თუ კუმანს გაუშვებენ.. - 5 სავარაუდო კანდიდატი ცნობილია
Aa
Aa

იმ შემთხვევაში თუ კუმანს გაუშვებენ.. - 5 სავარაუდო კანდიდატი ცნობილია

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „ბლაუგრანა“ წაგებას 90-ე წუთზე არაუხომ გადაარჩინა. მატჩის შემდეგ, სპორტულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რონალდ კუმანი შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენონ.

ბრიტანული გამოცემა The Sun ნიდერლანდელი სპეციალისტის 5 სავარაუდო შემცვლელს ასახელებს. საუბარი ანტონიო კონტეზე, ჩავიზე, ანდრეა პირლოზე იოაჰიმ ლიოვზე და მარსელო ბიელსაზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ კატალონიის „ბარსელონას“ მომავალი ჟორდი კრუიფსაც დაუკავშირეს. ჯეჯერობით კუმანის სიტუაციაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბლაუგრანას“ საჭირო დონეზე ვერ ათამაშებს.

კუმანი „ბარსელონაში“

2020 წლის 19 აგვისტოს კუმანი ოფიციალურად დაინიშნა „ბარსელონას“ მწვრთნელად. ნიდერლანდელმა 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. დღემდე „ბლაუგრანამ“ რონალდის ხელმძღვანელობით 59 მატჩი ჩაატარა. 36 მოგება, 12 მარცხი და 11 ფრე - ასეთია კუმანის სტატისტიკა.

პრესაში იმასაც წერენ, რომ თუ ბარსამ რონალდი ვადაზე ადრე გაათავისუფლა, ხელმძღვანელობას მისთვის კომპენსაციის სახით 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს კი კატალონიური გრანდის ბოსებს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ნამდვილად არ აწყობს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები