2022 წელს იუვეს დატოვებს? - დე ლიხტის კონტრაქტის უცნობი დეტალი
Aa
Aa

2022 წელს იუვეს დატოვებს? - დე ლიხტის კონტრაქტის უცნობი დეტალი

ტურინის „იუვენტუსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველის დე ლიხტის გარშემო გაურკვევლობაა. მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მომავალ ზაფხულში მატიასმა „ბებერი ქალბატონი“ დატოვოს.

ტურინელთა ქომაგებს ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნათ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, თუ რატომ გააკეთა ეს განცხადება მინო რაიოლამ.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ დე ლიხტის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც 2022 წელს გააქტიურდება. დებულება იმას მოიცავს, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელს გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო აქვს და ის გუნდი, რომელიც ხსენებულ თანხას გადაიხდის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს თავისუფლად გადაიბირებს.

ფაბრიციო იმასაც წერს, რომ „ბიანკონერი“ მაქსიმალურად შეეცდება ფეხბურთელის შენარჩუნებას. ტურინში იმედი აქვთ, რომ დე ლიხტი „ბებერ ქალბატონს“ მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს.

დე ლიხტი „იუვენტუსში“

22 წლის ნიდერლანდელი ტურინულ გრანდს 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა. დღემდე დე ლიხტმა „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 79-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები