Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  10:56

ლობჟანიძის საგოლე პასი - დაბრუნდა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა

თურქული ''ჰატაისპორის'' ქართველი გარემარბი საბა ლობჟანიძე მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ''ქაისერთან'' შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა. სუპერლიგის მე-5 ტურში 26 წლის მარჯვენა გარემარბი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შესვენების შემდეგ თამაშში ჩაერთო და მისი საგოლე პასით სენეგალელმა მამე დიუფმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

71-ე წუთზე ''ჰატაისპორის'' მაროკოელმა შემტევმა აიუბ ელ ქააბიმ გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).

5 ტურის შემდეგ 20-გუნდიან სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის გუნდი 10 ქულით მე-4 ადგილზეა, მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა (3 მოგება, 2 ფრე).

სატურნირო ცხრილს ''ბეშიქთაში'' და ''ტრაბზონი'' 13-13 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ''ჰატაისპორს'' გასულ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში