მადრიდის რეალთან ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს
Aa
Aa

მადრიდის რეალთან ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს

ლა ლიგის მე-5 ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიხარულო ამბავი მოხდა.

ბორდალასმა „სამეფო კლუბთან“ მატჩში, კარის დაცვა კვლავ გიორგი მამარდაშვილს ანდო. ქართველი კიპერი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთედ მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ გიორგი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

4 მატჩში მამარდაშვილმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ასეთი შედეგი კი მხოლოდ უნაი სიმონს(„ბილბაო“) და რემიროს(„სოსიედადი“) აქვთ. ორივე მეკარემ თითო გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები