Tuttosport: ხვიჩა Golden Boy-სთვის ბრძოლას ჩამოშორდა
Aa
Aa

Tuttosport: ხვიჩა Golden Boy-სთვის ბრძოლას ჩამოშორდა

იტალიურმა Tuttosport-მა Golden Boy-ს 40 ნომინანტის სია გამოაქვეყნა, მათ შორის არაა ყაზანის ''რუბინის'' ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. აქედან გამომდინარე, 20 წლის ტალანტი აღნიშნული ჯილდოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

გასულ ზაფხულში კვარაცხელია ქომაგთა გამოკითხვით ლიდერთა შორის იყო, თუმცა საუკეთესო 40 კანდიდატი მხოლოდ გულშემატკივრების გამოკითხვით არ ვლინდება, მასში გამოცემებიც აქტიურად არიან ჩართულნი, TOP 40-ში ქართველი არ შეიყვანეს.

თავდაპირველად სიაში 105 მოთამაშე იყო, ახლა კი მათი რაოდენობა 40-მდე შემცირდა.

Tuttosport-ის გამოკითხვაში მონაწილეობას ქომაგები იღებენ და ახლა კანდიდატთა რაოდენობა 40-მდე შემცირდა, ხოლო ოქტომბერში საუკეთესო ოცეული გამოვლინდება. გამარჯვებულს წამყვან იტალიურ სპორტული გაზეთებსა და სატელევიზიო არხებში მომუშავე ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და დაჯილდოება დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ Tuttosport-ის გარდა, საუკეთესო ხუთეულებს ცნობილი სპორტული გამოცემებიც დაასახელებენ, რომელთა შორის Bild, Blick, A Bola, l'Équipe, France Football, Marca, Mundo Deportivo, Ta Nea, Sport Express, De Telegraaf და The Times არიან. აღნიშნული ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება და შარშან იგი ერლინგ ჰოლანდმა დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტიტულის მოპოვების კანდიდატები ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგების მოთამაშეები არიან, რომელთა ასაკი 21 წელს არ აღემატება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები