გერმანიიდან თბილისში - ბაიერნის აკადემიის აღზრდილი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა
26 წლის გერმანელი ნახევარმცველი, საიმონ სეფერინგსი საბურთალოში ითამაშებს.
საიმონი მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია, მას ასევე კიდევ ერთ მიუნხენურ კლუბში, "მიუნხენ 1960"-შიც უთამაშია, ბოლოს კი ასევე გერმანული "ალემანიას" ღირსებას იცავდა.
თუ როდის შედგება გერმანელი ფეხბურთელი დებიუტი ჯერჯერობით უცნობია. Crystalbet ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩები დღეს გაიმართება. „საბურთალო“ კი თავის შეხვედრას „თელავის“ წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გამართავს.
ჩატარებული 23 ტურის შემდეგ თბილისელები 36 ქულით 4 ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.
შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა