Aa Aa
16 სექტემბერი 2021  |  15:41

გერმანიიდან თბილისში - ბაიერნის აკადემიის აღზრდილი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა

26 წლის გერმანელი ნახევარმცველი, საიმონ სეფერინგსი საბურთალოში ითამაშებს.

საიმონი მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია, მას ასევე კიდევ ერთ მიუნხენურ კლუბში, "მიუნხენ 1960"-შიც უთამაშია, ბოლოს კი ასევე გერმანული "ალემანიას" ღირსებას იცავდა.

თუ როდის შედგება გერმანელი ფეხბურთელი დებიუტი ჯერჯერობით უცნობია. Crystalbet ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩები დღეს გაიმართება. „საბურთალო“ კი თავის შეხვედრას „თელავის“ წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე  გამართავს.

ჩატარებული 23 ტურის შემდეგ თბილისელები 36 ქულით 4 ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage