Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  11:27

იორიკირი - ტოჩინოშინის მორიგი მარცხი აკი ბაშოზე

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა ცურუგიშოს დაუპირისპირდა.სამწუხაროდ ჩვენი გოლიათი იორიკირის ილეთით დამარცხდა. ცურუგიშომ ქართველი რიკიში დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინმა და ცურუგიშომ 2 ბრძოლა გამართეს, სადაც ქართველ გოლიათს ორივე მოგებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, ''აკი ბაშოს'' პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით სძლია. მეორე დღეს კი მე-11 მაეგაშირა ენდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ასე რომ საწყის სამ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 2 მარცხია.

''აკი ბაშოს'' მოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ლევან გორგაძეს ხვალინდელ მეტოქესთან ურთიერთ შეხვედრების ბალანსი (12-15) უარყოფითი აქვს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში