გეგუჩაძე: ''შედეგი ლოგიკური არაა, გამარჯვებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით''
Aa
Aa

გეგუჩაძე: ''შედეგი ლოგიკური არაა, გამარჯვებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' ბათუმის ''დინამოსთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იმედგაცრუებული იყო. მისი აზრით თამაშიდან გამომდინარე ბათუმის ''დინამო'' უფრო მეტად იმსახურებდა 3 ქულის მოპოვებას.

''მიხეილ მესხზე'' მეორე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის ''დინამო'' დააწინაურა. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 5 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლით გამოიჩინა თავი.

საპასუხო გოლი იური ტაბატაძის ანგარიშზეა, რომელმაც 48-ე წუთზე ლაშა კოხრეიძის პასის შემდეგ ''საბურთალო'' მარცხისგან იხსნა. 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

''საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელის, ხვიჩა შუბითიძის განცხადებით მეტოქეს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო. თბილისური კლუბის დამრიგებელი შედეგით კმაყოფილია.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის შეხვედრას ბათუმის ''დინამო'' შინ ''ლოკომოტივთან'' ჩაატარებს (16 სექტემბერი), ხოლო ''საბურთალო'' ''თელავს'' უმასპინძლებს (15 სექტემბერი).

23 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 47 ქულით პირველ ადგილზეა და კახა ცხადაძის თბილისის ''დინამოს'' 3 ქულით უსწრებს. გორის ''დილა'' 38 ქულით მესამე პოზიციაზეა და მას 2 ქულით ჩამორჩება ხვიჩა შუბითიძის ''საბურთალო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები