ფრე თბილისში - საბურთალომ და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

ფრე თბილისში - საბურთალომ და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. თბილისის „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. 

საწყის წუთებზე მასპინძელთა უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში ჯოვინომ გახსნა და საკუთარ გუნდს უპირატესობა მოუპოვა. რა თქმა უნდა, საბურთალო ამაზე გაჩერებას არ აპირებდა და აქტიურად დაიწყო თამაში.

მეორე ტაიმში თბილისური კლუბი ბევრს ცდილობდა და საბოლოოდ საწადელს მალევე 48-ე წუთზე მიაღწია. ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად თავი ტაბატაძემ გამოიჩნა. უნდა აღინიშნოს, რომ ტაბატაძეს შესანიშნავი პასი დაჩი ცნობილაძემ გაუკეთა.

ორივე გუნდი მოგებას ცდილობდა, თუმცა მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა თბილისის „დინამოს“ მარცხით ვერ ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში უპირატესობა 3 ქულით ვერ გაიმყარეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კახა ცხადაძის გუნდს 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ბათუმის „დინამოს“ კი 47 ქულა დაუგროვდა. გია გეგუჩაძის შეგირდები Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერები არიან.

ცნობისთვის, მომავალ ტურში ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთ თბილისურ კლუბს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 16 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება. 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები