საქართველოს პირველი ოქრო ! - ხარაზიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება
Aa
Aa

საქართველოს პირველი ოქრო ! - ხარაზიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ლუქსემბურგი მასპინძლობს. ტურნირის მესამე დღეს 90 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდელი რენეს ტიგო ვაზარითა და იპონით დაამარცხა. მან საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში თორნიკე ფოლადიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფოლადიშვილის მსგავსად - 100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ვიქტორ ადამსი იპონით დაამარცხა. - 100 კგ. წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძე მე-5 ადგილს დასჯერდა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი ოლექსი ჰალაკა იპონით დაამარცხა, თუმცა ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საბა უპირატესობას ფლობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს უნგრელმა ვაზარით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი გიორგი სარდალიშვილმა მოუტანა, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ასე რომ, საერთო ჯამში საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები