შერაზადიშვილი რუსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

შერაზადიშვილი რუსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ლუქსემბურგი მასპინძლობს. ტურნირის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსი გიორგი შერაზადიშვილს (81 კგ.) ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს დანიილ დრანოვსკისთან იპონით დამარცხდა.

ლუქსემბურგის ტატამზე გიორგიმ ნახევარფინალამდე სამ მეტოქეს კვიპროსელ ოდისეი გეორგაკის, ბელგიელ ჟარნ დიუკისა და ფინელ ეეტუ იანამიკისს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში რუს იბრაგიმგაჯი სულეიმანოვთან დამარცხდა, რასაც დრანოვსკისთან მარცხი მოჰყვა და ქართველი სპორტსმენი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმედლოდ დაემშვიდობა.

ამ ეტაპზე მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე 1 მედალია, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) ვერცხლის მედალი ტურნირის პირველ დღეს მოიპოვა.

ტურნირის მესამე დღეს საქართველოს სახელით თორნიკე ფოლადიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე - 90 კგ.), ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე - 100 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ.) და სალომე მაყიშვილი (+78 კგ.) იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები