ტრაგედია კრივში - 18 წლის მოკრივე რინგზე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია კრივში - 18 წლის მოკრივე რინგზე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა

მექსიკელი მოკრივე, ხეანეტ საკარიას საპატა 18 წლის ასაკში, რინგზე მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შაბათს, საპატა მარი პიერ ჰულეს დაუპირისპირდა და მეოთხე რაუნდის ბოლოს, მეტოქისგან რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო.

რაუნდის დასრულების შემდეგ, საპატამ საკუთარ კუთხეში დაბრუნება ვერ შეძლო და კრუნჩხვებში ჩავარდა. 18 წლის მოკრივეს დახმარება მისმა მწვრთნელმა და ქმარმა, ხოვანი მარტინესმა აღმოუჩინა და მალევე რინგზე ექიმებიც გამოჩნდნენ. მათ გოგონას გადასარჩენად ძალები არ დაიშურეს და რამდენიმე წუთის შემდეგ, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ბრძოლის პრომოუტერმა, ივონ მიჩელმა განაცხადა, რომ ექიმებმა საპატა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და ახლახან, მისი გარდაცვალება დაადასტურა. „მისი ოჯახის წარმომადგენლებისგან შევიტყეთ, რომ ხეანეტ საკარიას საპატა ამ შუადღეს გარდაიცვალა. ივონ მიჩელის მთელი გუნდი ამ მტკივნეული განცხადებით ძალიან დამწუხრებულია. გვინდა, მის ოჯახს, მის საყვარელ ადამიანებს, მეგობრებსა და მის ქმარს, ხოვანი მარტინესს, რომელიც ბოლო წუთებში მის გვერდით იყო, სამძიმარი გამოვუცხადოთ“.

სოციალურ ქსელებში მწუხარება საპატას მეტოქემ, ჰულემაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მომხდარით განადგურებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები