აეროპორტში დახვედრა - ისტორიული მედლის მფლობელი თბილისში დაბრუნდა
Aa
Aa

აეროპორტში დახვედრა - ისტორიული მედლის მფლობელი თბილისში დაბრუნდა

ნინა თიბილაშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ტოკიოში მიმდინარე თამაშებზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალამდე მან შვიდიდან ხუთი დაპირისპირება მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.

თიბილაშვილი გახდა ისტორიაში პირველი ქართველი პარასპორტსმენი ქალი სპორტსმენი, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

ნინო თიბილაშვილი - პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი

რატი იონათამიშვილი - პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

 

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია. ტოკიოს პარალიმპიადის ვერცხლის მედლები ნინო თიბილაშვილმა , ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები