პარალიმპიური თამაშები: 1 სექტემბრის შედეგები
Aa
Aa

პარალიმპიური თამაშები: 1 სექტემბრის შედეგები

1 სექტემბერს ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე 3 ქართველი სპორტსმენი წარსდგა.

დავით ქავთარაძემ (პარამძლეოსნობა) სიგრძეზე ხტომაში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი მესამე ცდაზე დააფიქსირა - 5, 76 მეტრი, თუმცა ეს მედლის მოსაპოვებლად არ ეყო და საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა.

პარაცურვაში 100 მეტრზე (ბრასი) ნიკა თვაურმა იასპარეზა, რომელმაც დისტანცია 26.82 წამში დაფარა და ბოლო მე-6 პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება, პარასროლაში ჩვენს წარმომადგენელს ლადო ჭინჭარაულს (10 მეტრზე პნევმატური შაშხანით სროლაში) სამწუხაროდ მან დისკვალიფიკაცია მიიღო და სატურნირო ცხრილის ბოლოში სერბეთის წარმომადგენელთან ერთად უქულოდ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ჭინჭარაულმა 30 აგვისტოს 10 მეტრზე პნევმატულ შაშხანით ასპარეზობაში საერთო ჯამში 625,6 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია. ტოკიოს პარალიმპიადის ვერცხლის მედლები ნინო თიბილაშვილმა , ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები