„მაღალი დონის მეკარეა და პოზიციას კარგად არჩევს
Aa
Aa

„მაღალი დონის მეკარეა და პოზიციას კარგად არჩევს" - ანორთოსისის ექს-კიპერი ლორიაზე

„ანორთოსისის“ ყოფილმა გოლკიპერმა, არიან ბექაიმ გიორგი ლორიაზე ისაუბრა. 46 წლის მეკარემ ინტერვიუ Digital TV-ს მისცა და ფამაგუსტელთა ქართველი კარის დარაჯი შეაქო.

„ლორია გამოცდილი მეკარეა და გამოცდილი გოლკიპერის ყოლა გუნდს, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში, ძალიან ეხმარება. ლორიას ეროვნულ ნაკრებში და კლუბში ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი გაფორმება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ანორთოსისს ბოლო წლებში მიუღია და მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ლორია მაღალი დონის მეკარეა, რომელიც პოზიციას კარგად არჩევს. გამოსვლებზე და ფეხით თამაშისას იგი საუკეთესო არაა, თუმცა ანორთოსისი ამ სტილს არ იყენებს. რთულია იმის თქმა, არის თუ არა ლორია ჩემზე უკეთესი, რადგან ყველა მეკარეს თავისი გზა და ხასიათი აქვს“.

ცნობისთვის, ბექაი „ანორთოსისის“ ღირსებას 2006-დან 2010 წლამდე იცავდა. ალბანელმა მეკარემ ფამაგუსტელთა მაისურით 84 მატჩი ჩაატარა და შემდეგ, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს და ლორიას თავის გამოჩენის კარგი შანსი ექნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები