„უდიდესი პოტენციალი აქვს, მთავარია რუბინში არ გაიჭედოს
Aa
Aa

„უდიდესი პოტენციალი აქვს, მთავარია რუბინში არ გაიჭედოს" - ხვიჩას ექს-თანაგუნდელი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, დენის მაკაროვმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. მაკაროვმა, რომელიც მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, ინტერვიუ Sport-express-ს მისცა, „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს.

„კვარაცხელიას მეტოქის მოტყუების ნიჭი აქვს და მომენტების შექმნა და ყველაფრის ლამაზად გაკეთება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ იგი რუბინს დატოვებს, რადგან თუ აქ დარჩება, შესაძლოა, ნელ-ნელა რეგრესი განიცადოს. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და თუ სწორი მიმართულებით ივლის, ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება.

ვარჯიშებისას იყო შემთხვევები, როცა ერთმანეთს ვეუბნებოდით: „შეგვიძლია, ხვიჩას ერთი ბურთი მივცეთ, მეორეთი კი ჩვენ ვითამაშოთ“. თუ კვარა ამას გაიაზრებს და ევროპაში წავა, ყველაფერი გამოუვა. ვფიქრობ, თუ რუბინი კარგ წინადადებას მიიღებს, კვარაცხელიას აუცილებლად გაუშვებს და ეს სამართლიანი იქნება. მთავარია, რომ რუბინში არ გაიჭედოს“.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება. ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „დორტმუნდს“, „მილანს“, „იუვენტუსს“, „გლადბახს“, „ტოტენჰემსა“ და „აიაქსს“ უკავშირებდნენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები