ზუსტად 17 წლის წინ - ზურაბ ზვიადაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა
Aa
Aa

ზუსტად 17 წლის წინ - ზურაბ ზვიადაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა

2004 წელს, ათენში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ქართველმა ძიუდოისტმა, ზურაბ ზვიადაურმა ისტორია დაწერა. მან საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა და ეს ზუსტად 17 წლის წინ გააკეთა.

2004 წლის 18 აგვისტოს, ზვიადაურმა მედლისკენ სვლა ფრანჩესკო ლეპრეს დამარცხებით დაიწყო. მეორე რაუნდში, ქართველმა ძიუდოისტმა რუს ხასანბი ტაოვს აჯობა, მეოთხედფინალში კი ფრანგი ფრედერიკ დემონფოკონის ბარიერი დაძლია.

ნახევარფინალში ზვიადაურის მეტოქე უინსტონ გორდონი გახლდათ, რომლის დამარცხების შემდეგაც ჩვენებური ჰიროში იზუმის დაუპირისპირდა. იაპონელ ძიუდოისტთან შეხვედრაში ზვიადაურმა ბრწყინვალე ილეთით იმარჯვა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ალბათ, არასდროს დაავიწყდება, და საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ათენის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა. ზვიადაურის ტრიუმფიდან 3 დღეში პირველი ადგილი ძალოსანმა გიორგი ასანიძემ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები