საგოლე გადაცემა მატჩის მიწურულს - ჩაკვეტაძე ჩვეულ ფორმას იბრუნებს
Aa
Aa

საგოლე გადაცემა მატჩის მიწურულს - ჩაკვეტაძე ჩვეულ ფორმას იბრუნებს

კონფერენს ლიგაზე, RFS-სთან გამართულ შეხვედრაში, გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, მიმდინარე საღამოს კი ბელგიის იუპილერლიგის მე-4 ტურში,  მეხელენის" წინააღმდეგ, მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თანაგუნდელ ნურიო ფორტუნას 90+2 წუთზე გაატანინა. ამ დროს გენტი" შეხვედრას მინიმალური სხვაობით უკვე იგებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგოლე გადაცემის გარდა, ჩაკვეტაძე აქტიური იყო და რამდენიმე დრიბლინგითაც გამოირჩა.

საბოლოო ჯამში, გენტმა" მეხელენს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა (2-0) და ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ტურამდე, ჰაინ ვანჰაზებრუკის გენტს" შეხვედრა არ მოუგია - გუნდმა ერთი მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა.

გასული, 4 ტურის შემდეგ გენტს" 4 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, თვრამეტგუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები