არჩილ ბერიძე: ''მჯერა, მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!''
Aa
Aa

არჩილ ბერიძე: ''მჯერა, მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!''

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „სივასპორს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა. ბათუმში გამართული პირველი შეხვედრა თურქულმა კლუბმა 2-1 მოიგო, მეორე მატჩის ძირითადი დრო კი 0-1 წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური დამატებით დროში გატანილი გოლით მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურმა კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის მცირე კომენტარი გამოაქვეყნა.

''მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის, ასევე, ყველას, ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა. ბათუმის ''დინამო'' განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ !''

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაცი ეტაპზე ბათუმის ''დინამომ'' სან მარინოს წარმომადგენელი ''ტრე პენე'' დაამარცხა (7:0), შემდეგ დრამატულ შეხვედრაში ბორისოვის ''ბატე'' დაამარცხა (4:2), რასაც ''სივასთან'' დასანანი მარცხი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები