Aa Aa
3 აგვისტო 2021  |  11:55

ხვიჩა Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებში - კვარა Sports.ru-მაც გამოარჩია

საფეხბურთო პორტალმა, Whoscored-მა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ 11 რჩეულს შორის „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ.

გასულ ტურში, „კვარამ“ ულამაზესი გოლი შეაგდო და ბრწყინვალედ იასპარეზა, რაც Whoscored არ გამორჩენია და საფეხბურთო პორტალმა მას შეფასების სახით 8.2 დაუწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას გარდა, სიმბოლურ ნაკრებში „რუბინის“ კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა - ოლეგ შატოვი და ჯორჯე დესპოტოვიჩი.

Whoscored-თან ერთად, კვარაცხელია Sports.ru-მაც გამოარჩია. ცნობილმა რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა მე-2 ტური შეაჯამა და „კვარას“ გოლს ხაზი გაუსვა.

„პირველი ტაიმის მიწურულს შესანიშნავი გოლით თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა. ფეხბურთელმა, რომელიც მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ რუბინში თამაშობს. ამ მხრივ, ლეონიდ სლუცკი ალბათ, რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ბედნიერი მთავარი მწვრთნელია. მაშინ, როცა ხვიჩას ირგვლივ მის წასვლაზე გავრცელებული ცნობების ქარბუქია, კვარაცხელია მშვიდად ასპარეზობს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. რუსეთის პრემიერ ლიგის ყველა მწვრთნელს იგივე ფუფუნება როდი აქვს“...

შეგახსენებთ, რომ მე-2 ტურში, ტულის „არსენალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „რუბინმა“ გამოკითხვა ჩაატარა და ყაზანური კლუბის ქომაგებმა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში