ეფექტური გოლი ქუსლით - ვაწაძის შესანიშნავი შესრულება უზბეკეთში
Aa
Aa

ეფექტური გოლი ქუსლით - ვაწაძის შესანიშნავი შესრულება უზბეკეთში

უზბეკეთის სუპერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა მათე ვაწაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ''ქიზილქუმის'' რიგებში ''მეტალურგთან'' გასვლითი მატჩის 56-ე წუთზე ქუსლით ეფექტური გოლი შეაგდო და ამ გოლით ანგარიში გაიხსნა.

32 წლის ფორვარდმა ''ქიზილქუმის'' მაისურით მიმდინარე სეზონის სუპერლიგაში მე-13 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი ჩაიწერა აქტივში.

64-ე წუთზე ვაწაძის თანაგუნდელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:2 გახდა.

მასპინძლებმა 1 გოლი შეაგდეს და მატჩი ''ქიზილქუმის'' გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გოლების ავტორებთან ერთად გიორგი კუხიანიძე მოხვდა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.ასევე, შეუცვლელად იასპარეზა ელგუჯა გრიგალაშვილმა, ხოლო ვაწაძე 76-ე წუთზე შეცვალეს.

13 ტურის შემდეგ ''ქიზილქუმი'' 23 ქულით ''ნასაფთან'' ერთად მე-4 ადგილს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები