„კალამი და ფურცელი აიღო და საპნის ოპერის წერა დაიწყო
Aa
Aa

„კალამი და ფურცელი აიღო და საპნის ოპერის წერა დაიწყო" - კარლოსი ფენომენოზე

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ექს-თანაგუნდელზე, რონალდოზე ისაუბრა. კარლოსმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და საფეხბურთო სამყაროს „ფენომენოს“ აქამდე უცნობი მხარე გააცნო.

„რონალდო ჩემთან მიმართებით ყოველთვის კარგად იქცეოდა, ბევრ რამეს მასწავლიდა და ნებისმიერ ვითარებაში, როცა მისი დახმარება მჭირდებოდა, როგორც ნამდვილი მეგობარი, ჩემ გვერდით იყო.

მახსოვს, რეალის ღირსებას ვიცავდით და მატჩის გასამართად ბილბაოში გავემგზავრეთ. სასტუმროს ნომერში ვისხედით, როცა რონალდომ უეცრად კალამი და ფურცელი აიღო და საპნის ოპერის წერა დაიწყო. რა თქმა უნდა, ფინიშამდე არ მისულა, მაგრამ ჩემზე ყველაზე მეტად შთაბეჭდილება იმან მოახდინა, თუ დრამა და სცენარი რა სწრაფად ჩამოაყალიბა და განავითარა.

რონალდომ მითხრა: „მოდი, დამეხმარე“. მე კი ვუპასუხე: „ეს ჩემთვის სიგიჟეა“. წარმოიდგინეთ, მე მწერალი და საპნის ოპერის რეჟისორი რონალდო ვიხილე. მას 1993 წლიდან ვიცნობ, ბევრი საერთო გვაქვს და ბრაზილიური საპნის ოპერები ძალიან გვიყვარს“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, კარლოსმა DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში რონალდოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან უფრო მეტჯერ ეძინა, ვიდრე საკუთარ მეუღლესთან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები