კეინის გადაწყვეტილება - ინგლისელი ტოტენჰემის ვარჯიშზე არ გამოცხადდა
Aa
Aa

კეინის გადაწყვეტილება - ინგლისელი ტოტენჰემის ვარჯიშზე არ გამოცხადდა

ბრიტანულ პრესაში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელთან, ჰარი კეინთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული გამოცემა, Sky Sports იტყობინება, რომ დღეს, „ტოტენჰემის“ ვარჯიში იყო ჩანიშნული, რომელზეც კეინი არ გამოცხადებულა.

„დეზებმა“ წინასასეზონო მზადება დაიწყეს და ჯერჯერობით თავიანთი ლიდერის გარეშე არიან. ბრიტანული პრესის ცნობით, ვარჯიშის გაცდენა კეინის გადაწყვეტილება იყო და კორონავირუსის ტესტთან კავშირი არ აქვს.

Sky sports იმასაც გვაუწყებს, რომ ინგლისელი ფეხბურთელის აზრით, მას კლუბთან „ჯენტლმენური შეთანხმება“ აქვს, რომლის მიხედვითაც, იგი კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. კეინის გადაბირებით „სიტი“ ინტერესდება და „ქალაქელები“ მიზანს ეტაპობრივად უახლოვდებიან. მეორე მხრივ, Daily Star წერს, რომ „სიტიმ“ ყურადღება გრილიშზე გადაიტანა და ჯეკის გაფორმების შემთხვევაში, კეინის გადაბირებას არ ეცდება.

ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის პირველ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება, თუმცა დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. დღემდე კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური 336-ჯერ მოირგო, 221 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები