ერიქსენი ინტერს მალე შეუერთდება - სამედიცინო შემოწმება მის მომავალს გადაწყვეტს
Aa
Aa

ერიქსენი ინტერს მალე შეუერთდება - სამედიცინო შემოწმება მის მომავალს გადაწყვეტს

„ინტერს“ იმედი  აქვს, რომ სულ მალე ვარჯიშს ყველა ფეხბურთელთან ერთად განაახლებს. რაც შეეხება ერიქსენს, დანიელი ფეხბურთელი კლუბს კვირის ბოლოს შეუერთდება.

„ნერაძურის“ სულ მალე შვებულებიდან ლაუტარო მარტინესი, ბასტონი და ბარელაც დაუბრუნდება. La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ერიქსენი საკუთარ თანაგუნდელებს და სიმონე ინძაგის ევრო 2020-ის შემდეგ პირველად შეხვდება.

ასევე, კრისტიანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა ცნობილი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აუცილებლად არის გასარკვევი, შეუძლია თუ არა 29 წლის ნახევარმცველს ფეხბურთის თამაში.

სამედიცინო გამოკვლევების შედეგად გაირკვევა, აქვს თუ არა ერიქსენს სპეციალური დეფიბრილატორის მოხსნის უფლება. როგორც ცნობილია, იტალიაში დეფიბრილატორით ფეხბურთელებს თამაშის უფლება არ აქვთ.

რა დაემართა ერიქსენს?

ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს დანიის და ფინეთის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. ტაიმის მიწურულს, დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად მინდორზე დაეცა და გაითიშა. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, "ინტერის" ნახევარმცველს გულის შეტევა ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა.

მედიკოსების ჩარევის შედეგად, „ნერაძურის“ ნახევარმცველი გადარჩა და სტადიონიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები