საქართველო FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს უმასპინძლებს
Aa
Aa

საქართველო FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს უმასპინძლებს

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით თბილისი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც არიან: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.

„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბა და ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ აქვთ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილეები ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს. 

თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში  გაიმართება და მაყურებელის დასწრება თავისუფალი იქნება.

ფოტო/მასალა: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები