„25 წუთს ვერ გამიძლებს
Aa
Aa

„25 წუთს ვერ გამიძლებს" - ედსონ ბარბოზამ გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა

გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქემ, ედსონ ბარბოზამ „ნინძას“ შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ჭიკაძე შეაქო, თუმცა განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს მის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება.

„რას ველოდები გიგასთან ბრძოლისგან? ნამდვილ ომს ველოდები! ყველამ იცის, რომ ყოველთვის, როცა ოქტაგონზე გავდივარ, ომისთვის მზად ვარ და გამონაკლისი არც ეს ბრძოლა იქნება.

ჭიკაძე შესანიშნავი სტრაიკერია და ბოლო ბრძოლებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან მეტოქეები ფეხით განხორციელებული დარტყმებით დააფინიშა და ასეთი დარტყმები ჩინებულად გამოსდის, თუმცა ამ კომპონენტში მეც ძლიერი ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ MMA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი ვარ. ამ ბრძოლით ქომაგები აღფრთოვანებული სწორედ ამიტომ არიან. ყველამ იცის, რომ გიგა შესანიშნავი სტრაიკერი და ძალიან სახიფათო ბიჭია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მეტოქეებს უდიდეს ტკივილს ვაყენებ.

ძალიან გახარებული ვარ, რომ 5-რაუნდიანი ბრძოლა იქნება. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და 25-წუთიანი ბრძოლისთვის მზად ვარ. სიმართლე გითხრათ, მჯერა, რომ ჭიკაძე 25 წუთს ვერ გამიძლებს. ურთულესია, 25 წუთის განმავლობაში ჩემ წინ იდგე. ხალხს სერიოზულ ტკივილს ვაყენებ და თუ ჩემ წინ დგახარ, ეს არ აგცდება. თუ ჭიკაძე მომცემს შანსს, რომ ბრძოლა ნაადრევად დავასრულო, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრძოლა ნაადრევად დასრულდება“!

შეგახსენებთ, რომ ბარბოზას კარიერაში 31 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 9 წაგებაა. UFC-ში მან ბოლოს 15 მაისს იჩხუბა და ბრწყინვალე ნოკაუტით შეინ ბურგოსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები