„დიდი კლუბებისგან შეთავაზებები მივიღეთ“ - რუბინის დირექტორი ხვიჩაზე
Aa
Aa

„დიდი კლუბებისგან შეთავაზებები მივიღეთ“ - რუბინის დირექტორი ხვიჩაზე

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იაროვინსკი ქართველი ფეხბურთელის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუბინს“ ოფიციალური წინადადებები დიდი კლუბებისგან აქვს.

„რატომ არ გავყიდეთ ხვიჩა აქამდე? მის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და ასეთი გარიგების გასაჩარხად საჭიროა, რომ ვარსკვლავები ცაზე სათანადოდ განლაგდნენ.

ხვიჩას შეძენით საკმარისად ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩვენ 3.5 ოფიციალური წინადადება უკვე მივიღეთ და საუბარი დიდ ორგანიზაციებზეა. შესაძლოა, კარგია, რომ აქამდე არ გავყიდეთ, რადგან არის შანსი, რუსეთის პრემიერ ლიგა ჩვენთან ერთად დაიწყოს. ევროპის ჩემპიონატი ახლახან დასრულდა და ცოტაც მოითმინეთ“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჯვაროსნების“ შემტევს სხვადასხვა ევროპულ კლუბებს უკავშირებდნენ, რომელთა შორის „დორტმუნდი“, „სევილია“ და „ლიდსი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები