სად ვუყუროთ ნეფთჩი v დინამო თბილისის განმეორებით მატჩს
Aa
Aa

სად ვუყუროთ ნეფთჩი v დინამო თბილისის განმეორებით მატჩს

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგება, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

„დინამო" v „ნეფთჩის" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს (იხილეთ ბმული )

ნეფთჩის წინააღმდეგ დინამო თბილისის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია


აღსანიშნავია, რომ „დინამოსთან" მატჩამდე სტადიონზე გულშემატკივარი დაუშვეს და მასპინძელი სტადიონის, ბაქოს ბაქსელ არენის 50% შეივსება (სრული ტევადობა 11 000). გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო, უშუალოდ ინიციტივა კი აზერიბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება, დინამო არენაზე, „ნეფთჩის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი" იქნება.

მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები