4 მსოფლიოს და 2 ევროპის ჩემპიონობას უყურა - იტალიის 101 წლის გულშემატკივარი
Aa
Aa

4 მსოფლიოს და 2 ევროპის ჩემპიონობას უყურა - იტალიის 101 წლის გულშემატკივარი

ევრო 2020 დასრულდა. ჩემპიონი იტალია გახდა. „სკუადრა აძურასთვის“ ეს რიგით მე-2 ევროპის ჩემპიონის ტიტული გახლდათ. არავისთვის არის უცნობი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონიც გახლავთ.

სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავი გავრცელდა. ადამიანი სახელად ფრანჩესკო იტალიის გულშემატკივარია. ის 101 წლის გახლავთ და უნიკალური პიროვნება გახლავთ. საქმე იმაშია, რომ ფრანჩესკომ „სკუადრა აძურას“ ექვსივე დიდი სანაკრებო ჩემპიონობა საკუთარი თვალით იხილა.

იტალია მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1934 წელს გახდა და მაშინ ფრანჩესკო 14 წლის იყო. ლოგიკურია, რომ მან იტალიელთა ყველა წარმატება საკუთარი თვალით იხილა. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ფრანჩესკო 101 წლის გახლავთ და იტალიის კიდევ ერთ ტრიუმფს მოესწრო. ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მანჩინის გაწვრთნილმა შეგირდებმა ფინალში უემბლიზე ინგლისი დაამარცხეს. მე-2 წუთზე ანგარიში ლუკ შოუმ გახსნა. წონასწორობა კი მეორე ტაიმში 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ აღადგინა. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დონარუმას ბრწყინვალე თამაშის შედეგად იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები