მესი:
Aa
Aa

მესი: "მისი მადლობელი ვარ, ღმერთი ამ მომენტს ჩემთვის ინახავდა"

ლეო მესიმ კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, Ole-სთან ემოციურად და ვრცლად ისაუბრა.

მადლობა ღმერთს ამისთვის

“მე მჭირდებოდა, რომ ეკალი ამომეღო და ეროვნულ ნაკრებთან ერთად რაღაც მომეგო. მრავალი წლის განმავლობაში ამასთან ახლოს ვიყავი და ვიცოდი, რომ ერთხელაც ეს მოხდებოდა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს მომენტი მომცა, ბრაზილიაში ბრაზილიასთან. ვფიქრობ, ღმერთი ამ მომენტს ჩემთვის ინახავდა.

ბედნიერება, რომელსაც ახლა ვგრძნობ ნამდვილი სიგიჟეა. აუხსნელია. სევდიანი მომენტი ბევრჯერ მქონდა. ვიცოდი, რომ ეს ერთხელაც მოხდებოდა. ამაზე უკეთესი მომენტი არასდროს მქონია. ამ გუნდმა ეს ნამდვილად დაიმსახურა. ეს რაღაც ძალიან შთამბეჭდავია. ბედნიერი ვარ“.

ამ გუნდით ვამაყობ - დი მარიას ვუთხარი, რომ შურს იძიებდა

„ბოლო კოპა ამერიკის შემდეგ, ამ გუნდში ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომელიც ძალიან გაძლიერდა და ბევრი კარგი რამ მოდიოდა. კარგი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მუდამ წინ მიიწევენ და არაფერზე ჩივიან. ისინი მრავალი დღეების განმავლობაში ჩაკეტილები იყვნენ, ოჯახის წევრების გარეშე, მაგრამ მიზანი გასაგები იყო. ჩვენ ეს შევძელით და ჩემპიონები ვართ. უზომოდ ბედნიერი ვარ.

მე გუნდს ვუთხარი, რომ ეროვნული ნაკრების მომავალი ისინი არიან და ამაში არ ვცდებოდი. მათ ეს თასის მოგებით მაჩვენეს.

ჩვენ ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, ამ დიდებული ბიჭებისგან შემდგარ ჯგუფში. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ეს 45 დღე შთამბეჭდავი გზით სრულდება.

დი მარიას ვუთხარი, რომ ის შურისძიებას მოახერხებდა. გაგვიმართლა, რომ მან გატანა შეძლო და გამარჯვება მოგვიტანა. ამ გუნდმა დაიმსახურა, რომ მსგავსი რამ განიცადონ. ეს არის მრავალი წლის მუშაობის შემდეგ მიღებული შედეგი“.

გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი

„ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს გამარჯვება მინდა მივუძღვნა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მამას და ჩემს ძმებს, რომლებსაც ტანჯვა ბევრჯერ მოუხდათ, ჩემსავით ან უფრო მეტად. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა შვებულებაში წასვლა და ბოლომდე დახარჯვა, რამდენიმე სევდიანი დღე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა“.

ზეიმი არგენტინის ქუჩებში

"ვნახე და ვიცი რაც ხდებოდა როსარიოში. ვნახე ობელისკი და ამისთვის ხალხს მადლობა მინდა ვუთხრა. ბედნიერი ვარ, რომ არგენტინას შეუძლია ისიამოვნოს, ჩვენ ქუჩებში ამ თასის ტარება შეგვიძლია. ჩვენ ამ თასის იქ წაღება ძალიან გვინდოდა და ახლა მას შევძლებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები