კაზემირო:
Aa
Aa

კაზემირო: "არგენტინა მხოლოდ მესი არ არის - ეს გუნდია"

კოპა ამერიკაზე ფინალში კლასიკას ვიხილავთ - ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდება. ფინალამდე პრესასთან „რეალის“ საყრდენმა ნახევარმცველმა კაზემირომ ისაუბრა.

„არგენტინის ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ეს არ არის ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი.

ჩვენ ვიცით რამდენად კარგია მესი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ ჩვენ არგენტინის ნაკრების თითოეულ მოთამაშეს პატივი უნდა ვცეთ. არ შეგვიძლია, რომ მხოლოდ მესისა და ლაუტარო მარტინესის შესახებ ვისაუბროთ.

ეს ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თუმცა არგენტინა ფინალშია, რადგან ეს გუნდია.

ყველას პატივი უნდა ვცეთ. მე აღფრთოვანებული ვარ მესით, მაგრამ არგენტინა მხოლოდ ის არ არის და არც ბრაზილიის დაცვა არის მხოლოდ კაზემირო“. - ციტირებს კაზემიროს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა ბოლოს 1993 წელს მოიგო. „ალბისელესტემ“ მექსიკას ბატისტუტას დუბლით 2:1 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები