მარცხი მონტენეგროში - გაგრა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
Aa
Aa

მარცხი მონტენეგროში - გაგრა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს წარმომადგენელმა ''სუტიესკამ'' პოდგორიცაში საქართველოს თასის მფლობელი ''გაგრა'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე მარკო ვუკოვიჩმა გაიტანა, მან 18 წლის ნიკოლა ჯანჯიჩის საგოლე პასი გამოიყენა.

''გაგრას'' 33 წლის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი (კ), ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი, მარკოზაშვილი, ხაბელაშვილი, სამუშია, მაქაცარია

შესვენების შემდეგ გაგა კირკიტაძემ სამი ცვლილება განახორციელა, 58-ე წუთზე მარკოზაშვილი გვიშიანმა შეცვალა, ვეკუა კი - კაკიაშვილმა. მეოთხე დამატებულ წუთზე მოედანი გურამ სამუშიამ დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ''ბასტიას'' ექს-ფეხბურთელი ლუკა კიკაბიძე ჩაერთო.

საპასუხო მატჩი 15 ივლისს ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

''გაგრა'' ისტორიაში მეორე ევროსეზონს ატარებს, 2011-12 წლების სეზონში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''გაგრა'' კვიპროსულ ''ანორთოსისთან'' ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ''გაგრა'' ევროტურნირს დაუბრუნდა და ანგარიშიდან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები