გამარჯვება დამატებით დროში - ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

გამარჯვება დამატებით დროში - ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

მიმიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები ფინალში გავიდა.

უემბლიზე გამართულ ნახევარფინალში საუთგეიტის შეგირდებმა დამატებით დროში დანიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

მატჩის 30-ე წუთზე მიკელ დაამსგარდმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

39-ე წუტზე კი კეინის წამოწყებული შეტევა "მილანისა" და დანიის მცველმა სიმონ კიაერმა ავტოგოლად აქცია.

დამატებით დროში კი სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა და მატჩის საბოლოო ანგარიში ჰარი კეინმა დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 11 ივლიის უემბლიზე შედგება,სადაც ინგლისის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ,რომ იტალიელებმა ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები