ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია - გიგას ჩხუბი მთავარი ბრძოლა იქნება
Aa
Aa

ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია - გიგას ჩხუბი მთავარი ბრძოლა იქნება

ESPN-ის ინფორმაციით, UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მომდევნო ბრძოლას 28 აგვისტოს გამართავს და ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. გავლენიანი გამოცემის მიხედვით, UFC-ს საბოლოო დეტალებიღა დარჩა მოსაგვარებელი და როგორც კი, მებრძოლები კონტრაქტს ხელს მოაწერენ, მათი ჩხუბი სავარაუდოდ, UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენად (Main event) გამოცხადდება.

ბარბოსას კარიერაში 31 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 9 წაგებაა. UFC-ში მან ბოლოს 15 მაისს იჩხუბა და ბრწყინვალე ნოკაუტით შეინ ბურგოსი დაამარცხა. 35 წლის ბრაზილიელს ზედიზედ 2 მოგება აქვს, თუმცა გამარჯვებასთან დენ იგესთან და პოლ ფელდერთან გამართულ ბრძოლებშიც ახლოს იყო.

ბარბოსამ წონითი დივიზიონი შეიცვალა და ახალ დივიზიონში მე-5 ბრძოლას ჭიკაძის წინააღმდეგ გამართავს. გიგამ 2020 წელი ბრწყინვალედ ჩაატარა და 4 ბრძოლა მოიგო, 2021 წელს კი წარმატებული სერია განაგრძო და კაბ სვანსონს აჯობა.

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ღონისძიებების მთავარი მოვლენისადმი ყოველთვის უდიდესი ინტერესია და ისტორიაში პირველად მასში მონაწილეობას ქართველი მებრძოლი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები