40:9 - ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონებთან დამარცხდნენ
Aa
Aa

40:9 - ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონებთან დამარცხდნენ

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან 31 ქულით დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა ღირსეულად ჩაატარეს და მეტოქე 34-ე წუთამდე ანგარიშით 9:5 ამარცხებდნენ. რის შემდეგაც ბორჯღალოსნები 14 დარჩნენ და 2 ლელო გაუშვეს.

მეორე ტაიმში კი მსოფლიო ჩემპიონებმა ბორჯღალოსნებს კიდევ სამი ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში 40:9 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ქულები მხოლოდ თედო აბჟანდაძემ მოიპოვა. 

ეროცნული ნაკრების 10-მა ნომერმა სამი ჯარიმა ზუსტად გამოიყენა.

მეორე ტესტ მატჩი მსოფლიო ჩემპიონებთან პრეტორიაშია 9 ივლის 21:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია,რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა ვხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები