მეხუთე ქართველი კვიპროსზე: ებრალიძე ახალ გუნდს შეუთანხმდა
Aa
Aa

მეხუთე ქართველი კვიპროსზე: ებრალიძე ახალ გუნდს შეუთანხმდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''ჟილ ვისენტეს'' ექს-შემტევი ავთო ებრალიძე კარიერას კვიპროსულ ''დოქსაში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელი კუნძულს უახლოეს დღეებში ეწვევა და ახალ გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს.

მან გასული წელიწადნახევარი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის ''ლეიშოენშში'' გაატარა (34 მატჩში 5 საგოლე პასი). კვიპროსულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ებრალიძემ ფაქტობრივად მთელი კარიერა პორტუგალიაში გაატარა. გამონაკლისი იყო 2019-20 წლების სეზონის პირველი ნახევარი, როცა რუმინული ''ვოლუნტარის'' ღირსებას იცავდა.

მოგეხსენებათ, აპოელ-ში სამი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა (თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია). ''ანორთოსისში'' გიორგი ლორია ასპარეზობს. ასე რომ, ავთო ებრალიძის გადასვლის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში 5 ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს.

29 წლის შემტევს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში უთამაშია. ''ჟილ ვისენტეს,'' ''შავეშისა'' და ''ნასიონალის'' ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა რანგით მეორე ლიგაში ''ჟილ ვისენტესა'' და ''ვიზეუს'' მაისურით ასპარეზობდა.

ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა (2013-14).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები