ჰოლანდს ერთი სადილი 500 000 ევრო დაუჯდა
Aa
Aa

ჰოლანდს ერთი სადილი 500 000 ევრო დაუჯდა

„დორტმუნდის“ ფეხბურთელი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი საბერძნეთში ისვენებს და სერიოზულ თანხებს ხარჯავს. ბერძნული გამოცემის, Sportime-ის ინფორმაციით, ნორვეგიელ თავდამსხმელს ქალაქ მიკონოსში მდებარე რესტორან „ნამოსში“ სადილი საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

როგორც ირკვევა, ჰოლანდმა რესტორანში დაახლოებით 5-6 საათი გაატარა და სადილის სანაცვლოდ 500 000 ევროს გადახდა მოუწია. ნორვეგიელი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად, 4 ბოთლი შამპანური მიირთვა, რომელთა ღირებულებაც ჯამში 280 000 ევრო გახლდათ.

Sportime-ის მიხედვით, შამპანურს ძვირადღირებული კერძები დაემატა და აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის ფორვარდმა მიმტანს 30 000 ევრო დაუტოვა, რის შემდეგაც მის მიერ გადახდილმა თანხამ 500 000 ევროს უწია. სხვათა შორის, მოგვიანებით, ჰოლანდმა ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში ნორვეგიელმა ფეხბურთელმა „დორტმუნდის“ მაისური 28 შეხვედრაში მოირგო. ჰოლანდმა „შავ-ყვითლების“ მაისურით 27 გოლი შეაგდო და თანაგუნდელებს 6-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები