ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "დაჩოქება საჭირო არ არის, ამით პრობლემა ვერ მოგვარდება"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „Black Lives Matter"-ის მოძრაობის მხარდასაჭერ აქციაზე ისაუბრა. „პაპა კარლო“ თვლის, რომ მატჩამდე დაჩოქება აუცილებელი არ არის.

”ინგლისში ეს უკვე ჩვევად იქცა, ჩვენ ამას ვაკეთებდით წელიწადნახევრის განმავლობაში, ამიტომ ამ თემაზე არ არსებობს რაიმე დავა.

არ ვფიქრობ, რომ რამდენიმე წამით დაჩოქება საჭიროა. ამით პრობლემა ვერ მოგვარდება.

ნამდვილი გამოწვევა არის ახალი თაობის განათლება და მათთან საუბარი რასიზმის შესახებ, რომელიც დღემდე გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში”, - თქვა ანჩელოტიმ Il Giornale-სთან ინტერვიუში.

ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა და მანჩინის გუნდი შეაქო:

„ეს ტურნირის უდიდესი სიურპრიზი და ნამდვილი სიახლეა. იმის გამო, თუ რამდენად შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. მათ კარგი დაცვა და ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, რაც სირბილისა და ენთუზიაზმის გარანტიას იძლევა.

გარდა შედეგებისა, ჩვენ ვნახეთ ერთიანი გუნდი, რომელიც ყველანაირ პირობებში თამაშობს. ეს მანჩინის მკაფიო იდეების დამსახურებაა.

მათი მახასიათებლებისა და იმ სიახლის გათვალისწინებით, რომელსაც თამაშისას გამოხატავენ, იტალიას შეუძლია კონკურენცია ნებისმიერ ნაკრებს გაუწიოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები