რთული მეტოქე - ბასილაშვილი უიმბლდონს მარეისთან მატჩით იწყებს
Aa
Aa

რთული მეტოქე - ბასილაშვილი უიმბლდონს მარეისთან მატჩით იწყებს

ლონდონში „უიმბლდონის“ პირველი წრის კენჭისყრა გაიმართა და ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა. ქართველი ჩოგბურთელი საწყის შეხვედრას დიდი სლემის 3-გზის გამარჯვებულის, ენდი მარეის წინააღმდეგ გამართავს.

ბრიტანელი ჩოგბურთელი „უიმბლდონს“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და ამ ტურნირზე 2017 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. მაშინ მარეი მეოთხედფინალში გავიდა და სემ ქუერისთან დამარცხდა.

ბასილაშვილს რაც შეეხება, ნიკოლოზი ბოლო „უიმბლდონზე“ მე-2 რაუნდში გავიდა და ტურნირს დანიელ ევანსთან განცდილი მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ნიკამ „უიმბლდონზე“ საუკეთესო შედეგი 2015 წელს დააფიქსირა, როცა მესამე რაუნდში გააღწია და ბაუტისტა აგუტთან წააგო.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონის“ გათამაშება 28 ივნისს დაიწყება და ფინალურ შეხვედრას 11 ივლისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები